Work Text:
'პოკაბეთი' მიმავალ ლეარზას სევდა მალე შემოეპარა , გარეთ წვიმა იყო მაგრამ წვიმაზე მეტად ორაკულთან მიმავალი შეხვედრა აღელვებდა , კვიპროსზე აღზრდილმა მაღალმა მამაკაცმა , შავი წვერი შეისწორა და ღრმად ჩაისუნთქა
: ყველაფერი კარგად იქნება , მთავარია სტანდარტულად მივუდგე , როგორც ყველა სხვას ,
ფიქრებში გართულმა დანიშნულების ადგილს მალე მიაღწია , მელანქოლიური მუსიკა გამორთო და შესახვედრად გაემზადა .
ქვიანი მაღლობი მალე გაიარა , შემდეგ ვიწრო ბოცვნარში გაძვრა და რაღაცას ფეხი წამოკრა , გაბრაზებულმა რაღაც ჩაილაპარაკა და გზა გააგრძელა , ცოტაც და შეხვედრის ადგილამდე მივიდა , მის ირგვლივ უამრავი იონური სვეტები აღემართა , სვეტების ნაწილი მთლიანად დანგრეული იყო თუმცა მათი დამახასიათებელი მშვენება არ დაუკარგავთ , ამ მშვენებას მათ შუაგულში პატარა ნათება კიდევ უკეთ გამოკვეთდა , ცენტრში კი მომრგვალებულ ბორცვძე თავჩაღუნული , სევდით შეპყრობილი ქალი იჯდა , მის ირგვლივ მხიარული ჰაერი იდგა , რაც კონტრასტში ქალს კიდევ უფრო უჩვეულოდ და მისტიურად აჩენდა .
ქალი ლამაზი იყო , მსუბუქ ტანსაცმელში გამოწყობილი და ჩექმები ეცვა , თავზე კი სუროს გვირვინით იყო შემკობილი , თუმცა მისი არა ადამიანური არსი ყველაზე კარგად ლამაზი , მყარი , რძის ფერ ფრთებში გამოიხატებოდა , ფრთის დაბლითა ნაწილი დამჭკნარი იყო .
'თალჯეინია' დაიძახა მამაკაცმა , არსება ნაზი მოძრაობით მოტრიალდა და გაკვირვებული შეხედა
ანგელოზს მარჯვენა მხარე სისხლიანო ქონდა
: არ მეგონა ანგელოზები მასკებს თუ ატარებდნენ , როგორც ჩანს არც მათ შეუძლიათ მთლიანად გულახდილნიყვნენ
ქალმა ჩაიცინა , შემდეგ კი ჩაილაპარაკა
კომედია ყველაზე ლამაზი ტრაგედიებშია ჩემო ძვირფასო , ტრაგედიები კი ტყუილით არის სავსე
: დიდხანს გელოდი , ძალიან დიდხანს , აგერ უკვე მე-9 ათასწლეული შედგება
ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული
ხო .. რა თქმა უნდა , მაგრამ ეხლა აქ ხარ ,
ქალი ახლოს მივიდა , ხალისით მის ირგვილ ცეკვა-ცეკვით კრუგი დაარტყა ხელები მაღლა აღმართა და გაღიმებულმა კაცს შეხედა
: შეხედე , წვიმამ გადაიღო , ეს შეხვედრა უნდა ავღნიშნოთ , მოდი ბროწეულის ღვინო მიირთვი
...
ჰაჰა , ესე ნუ მიყურებ , დრო ტყუილად არ დამიკარგია , თუ კარგად მოიქცევი ჩემს სხვა ახლად ნასწავლ ხელოვნებასაც გაგინდობ , ისეთს.. მამაჩემიც რომ შემაქებდა
თალჯეინა , აქ ამისთვის არ ვარ
ქალი ადგილზე გაშეშდა , ღია მოყავისფრო თვალებში სევდა დაეტყო
ხო , რა თქმა უნდა , წართმევა გინდა , იმისი რაც დამრჩა , ჩემი ბოლო რაობის წართმევა გინდა , ამისთვის ხარ აქ
ორივენი გაჩუმდნენ , ლეარზა ჩაფიქრდა , სწორი სიტყვების მონახვა უნდოდა რათა ქალი დაემშვიდებინა , შეცდომის უფლება არ ქონდა , ამასობაში ცივმა ქარმა დაკრა ..
ეს ჩემი სურვილი არ არის , ამით შინაგან სიმშვიდეს ვერ ვპოვებ , ამას შენც უნდა გრძნობდე
დიახ , სხვისი ტანჯვის ჩეცნება ჩვენ გვაწევს , ალბათ ეს იმ ცოდნის საფასურია რამაც აქამდე მომიყვანა .. იმის რაც მე ვარ
შენი ცოდნა არ დაიკარგება , ამისთვის ვარ აქ
მამაკაცმა ქალს ფართო ხელი მხარზე დაადო
: დამიჯერე , ეს ის გზაა რასაც ორივენი ვემსახურებით
ჩემგან რას ითხოვ ?
ისტორიას , ამ ადგილის ზუსტ პერიფრაზს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს
ანგელოზი უცბად შეკრთა , შემდეგ კაცს გაშორდა და ხალისიანად ახედა
მაგრამ ისტორია ემოციების გარეშე დაშრობილი წყაროსავითაა მეგობარო ,
თალ.
ჰაჰა , შეგიძლია დამშვიდდე , გოგომ მკერდი წინ წამოწია და თავდაჯერებულად განაგრძო
: შეიძლება არ დამიჯერო , თუმცა ესეთ ადგილასაც კი ბევრ ლამაზ სცენას შევსწრებილვარ ,
აქ ოდესღაც ულამაზესი ბაღები იყო , ისეთი სპარსეთის მეფესაც რომ არ უნახავს შორეულ აზიაში , ირგვლივ კი არფების ლამაზი ხმები ისმოდა , რამდენი ლამაზი პოეზია დაიწერა აქ და რამდენი ცრემლი დაღვრილა ..
: თუმცა ეს სილამაზე მალევე სიმახინჯეში იზრდება როდესაც არავისთან შეგიძლია გაზიარება
ამიტომაც ნუღა შემომხედავ მსგავსი სევდიანი გამომეტყველებით , ჩვენ აქ ერთნი ვართ
: აბა , შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ თუმცა მანამდე მინდა რომ რაღაც შემისრულო
გისმენ
რაც დებს დავშორდი არ მიცინია , მინდა რომ გამახალისო
მსგავსი ნიჭით მე არ ვარ დაჯილდოვებული
გისმენ
.., აგაპე
?
უდედო აგაპე მაენადებმა აღზარდეს , თავიანთი გადატრიალებული სამყაროს სწავლება ჩაუდეს , რასაც აგაპე საბოლოოდ შეეწირა კიდეც
რამ შეიწირა საწყალი აგაპე ?
არესის მოხმობა სურდა რათა ბრძოლაში დახმარებოდა თუმცა რიტუალი თავიდან ბოლომდე აურია და ბოლოს ტიტანების ლექსიც შეურია , ამის გამო ათენამ ადგილზე დაწვა , ფერფლიც არ დარჩა მისგან
სასმელი არასოდეს მიყვარდა
სულელო
თვალი თვალში გაუსწორეს , ორივემ სიცილი დაიწყო
მეც მომისმინე , ისეთ რაღაცას გეტყვი რაც ეგვიპტის 'პრინცსაც' კი არ გადახდომია
: დიახ , დიდხანს ველოდი ამ შეხვედრას , ძალიან დიდხანს , მეგონა კიდეც რომ არასოდეს დადგებოდა , ჩემმა საწყისმა მაჯობა , ჩემ გაცვეთილ ფორმას რომ ხედავ ეგეც უკვე სასწაულია , ანგელოზმა რღმად ჩაისუნთქა
: ამისთვის კი რაღაც გავიღე
არა
ეს მართალია , ძალიან დაიგვიანე საყვარელო
არა..
დიახხ , ტრაგიკული ბედი მარტო მე არ მქონია
თავიდანვე უჩვეულო მაგიტომაც მომეჩვენე
მე კი მეგონა რომ ორაკულები არ მოგწონდა
კაცმა გარღვეული სერი მაისური გაისწორა და წამოდგა
ანგელოზი ცოტა ხნით ჩაფიქრდა შემდეგ კი კაცს ახედა
არ ინერვიულო , შენი აქ მოსვლა ისტორიის სწორი მიმართულებაა
ესეც შენი ხუმრობაა ?
აქ არსებული ყველაფერი ცოცხალია , ამას მთელი სხეულით ვგრძნობ , მას შეიძლება ვერ ხედავდე მაგრამ ის ყვირის , ცდილობს რაღაც მითხრას , ლაპარაკი არ შეუძლია ამიტომაც სხეულის ენით მელაპარაკება , ის თბილია და მოსიყვარულე , ისეთი როგორიც ჩვენი ყველაზე ბედნიერი წუთი და სიკვდილია
თალლ .. რა ნახე ამ 9 საუკუნეში ?
ორაკულს გაეღიმა , ბალერინასავით დაბზრიალდა და კაცისკენ გაემართა
ნუთუ ჩემზე დარდობ მოკვდავო ? ჩემმა სიტყვებმა შენს გულს მიაღწიეს ?
მამაკაცმა სერიოზული გამომეტყველებით შეხედა , შემდეგ უეცრად ანგელოზთან გაჩნდა და ჩაეხუტა
თალჯეინია ვერ მიხვდა რა ხდებოდა ამიტომაც ჩუმად დარჩა
: თალ მე აქ ჩვენს გადასარჩენად ვარ , როგორც შენ , მეც ბედის ამ არასამართლიან ომში ვარ ჩართული , თუ ჩემი ბედი ამ მიწაზე სიკვდილია მას შენთან ერთად მხიარულად შევეგებები , მაგრამ თალ მე შემიძლია შენი უკვდავების წყარო ვიყო , მომეცი ამის ნება ..
ანგელოზს სევდიანად გაეღიმა
გთხოვ გამიშვი
ანგელოზი ნანგრევებისკენ გაემართა , რომელიღაც სვეტს ხელი მიაპყრო შემდეგ კი ყვავილისკენ დაიხარა
: შენამდე ბევრი მოვიდა , მათ ჩემი ნაწილი სურდათ , ზოგს მიწიერი დანარჩენს ღვთაებრივი
..
შენ კი ყველაფერს ერთად მთხოვ
თალ მე ..
დარჩენას არ გთხოვ , არასწორად არ გამიგო , უბრალოდ ეს ყველაფერი სამწუხაროა , ძალიან სამწუხარო , იმ ხალხის ღალატი ვისთვისაც მე და ჩემი დები ცოდნას ვუზიარებდით , ვისთვისაც ვცეკვავდით და ვსუნთქავდით , ნუთუ ყველაფერი დიდებულის ბედი ასეთია ?
ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა , თითქოს ბუნებას უეცრად სევდა მორეოდა , ჩიტების გალობაც აღარ ისმოდა
მამაკაცი კვლავ მიუახლოვდა და ხელი მოხვია
რისი გაკეთება შემიძლია ?
ამჯერად ანგელოზი ადგილზე დარჩა , ცოტა ფიქრის შემდეგ კი გაუღიმა
კატალიზატორი , მისი მეშვეობით აქედან ორივე თავს დავაღწევთ , გზაში რამე უჩვეულო ხომ არ შეგიმჩნევია ?
მამაკაცმა ჩაფიქრდა შემდეგ კი ბავშვივით წამოიძახა
ნიღაბი , როდესაც გორას გამოვცდი ფეხი ამ უცნაურ ნიღაბს გამოვკარი
გასაგებია , ეხლა უკვე ყველაფერი გასაგებია , ეს ბედისწერა უნდა იყოს
ნუთუ ეს ,
ეს ჩემი ნაწილია , როგორც სხვა ყველაფერი აქ , მე აღარ მახსოვს მაგრამ აქ მყოფ ყველა ნივთს ახსოვს , მხოლოდ სწორი შელოცვაა საჭირო
ცოტახნით ერთმანეთს უყურებდნენ შემდეგ კი ანგელოზმა კუთვნილი ნიღაბი მოირგო , ჩუმად რაღაც ჩაილაპარაკა და ხელები მაღლა აღმართა ,
ჩემ არ ცოდნას ყველანაირი ფორმის მიღება შეუძლია , ხოლო დიდებულ ადამიანთან ერთად მხოლოდ მართებულის , დაე შესრულდეს ეს სიმართლე !
თითქოს რაღაცამ იფეთქა , სვეტებიდან ერთიანი ნათება გამოდიოდა და ანგელოზის პატარა სხეულში გროვდებოდა , მანაც ეს ენერგია ერთი მოძრაობით კაცის სხეულში გადაგზავნა ,
მამაკაცმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო როცა უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო , ირგვლივ კვლავ სიწყნარემ დაიუსადგურა , ძალა გამოფიტული ანგელოზი მუხლებზე იდგა , კაცი სასწრაფოდ მისკენ გაემართა , თუმცა უეცრად მიწამ დაიწყო ძვრა ,
თალ !
გამეცალე!
კაცმა ორაკულის სახეზე ღიმილი შენიშნა
: 9 საუკუნე ვუძელ ამას , ჩემი დები მიხმობენ , დიდებულ საწყის ვუბრუნდები , დასაბამთან შერწყმა ეუფორიული იქნება , ემოციების ნამდვილი კასკადი
ეხლა კი წადი , გამეცალე , მარტო მოვევლინე ამ სამყაროს და მარტო წავალ , ეს საიდუმლოება მხოლოდ ჩემია და მასში გავიფანტები , ნახვამდის და მადლობა , იქამდე სანამ ჩვენი სულები კვლავ არ გადაიკვეთებიან ბედის უსაზვრო სფეროში , და მაშინ ვინატრებდი რომ უკეთეს ადგილას შევხვედრილიყავით , ნახვამდის
ლეარზა სწრაფი ნაბიჯებით , უკან მოუხედავად დაიძრა გასასვლელისკენ , ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა , ეს ადგილი უცბად პატარა პომპეის დაემსგავსა ,
ცოტა ხნის შემდეგ მამაკაცი უკვე გარეთ იდგა , საფრთხისგან შორს , აქ ისეთი გრძნობა დაეფლა რომ თითქოს ეს ყველაფერი მოლანდებასავით იყო რომ უბრალოდ მანქანაში ჩაეძინა და გამოსაფხიზლებლად ბუნებაში გასვლა გადაწყვიტა , თუმცა მას კარგად ახსოვდა თალჯეინია , ის უბრალოდ მოლანდება არ ყოფილა , მას ის მთელი სხეულით გრძნობდა , გრძნობდა რომ მისი სახით თავის თავში ის ახალი ნაწილი იპოვა რომელიც აქამდე არც კი იცოდა რომ არსებობდა , უცბად ტანში ჟრიამულმა მოიცვა , ცოტახანი კიდევ დაყო გორაკზე შემდეგ კი გაიღიმა და მანქანისკენ გაემართა
