Actions

Work Header

Rating:
Archive Warning:
Category:
Fandom:
Additional Tags:
Language:
ქართული
Stats:
Published:
2025-08-02
Completed:
2025-08-05
Words:
13,321
Chapters:
3/3
Kudos:
1
Hits:
151

dorian

Chapter Text

ავი I
ვარდის საამური სურნელებით სავსე იყო სამხატვრო სახელოსნო, მაგრამ ბაღში
მსუბუქმა ზაფხულის ნიავმა ხეთა შორის ჩაიქროლა თუ არა, ღია კარიდან
სახელოსნოში იასამნის დამათრობელი თუ კიდევ მასზე უფრო უნაზესი,
ძოწისფრად აყვავებული კუნელის ყვავილთა კეთილსურნელება შემოიჭრა.
ლორდ ჰენრი უოტონი ირანული, ნოხისებური ქსოვილით გადაკრულ დივანზე
იწვა და ჩვეულებისამებრ ერთიმეორეზე მიყოლებით აურაცხელ სიგარეტს
ეწეოდა. მას ადგილიდანვე შეეძლო თვალი მოეკრა თაფლისფერი და მასავით
ტკბილი ოქროწვიმას ახლად გაშლილი ყვავილებისათვის, რომლის
მთრთოლვარე ტოტებიც, როგორც ჩანდა, ძლივს იმაგრებდა ამ უტურფესი და
ალისფრად მოელვარე მშვენიერების მძიმე ტვირთს. გრძელ ინდურ აბრეშუმის
ფარდაზე, რომელიც უზარმაზარ სარკმელს ფარავდა, ფრინველთა ფანტასტიკური
ჩრდილები გაიელვებდნენ ხოლმე გადაფრენისას; ეს წამიერად იაპონური
სურათების შთაბეჭდილებას ქმნიდა და აიძულებდა მას ეფიქრა იმ ფერმიხდილი,
გონჯი სახის ტოკიოელ მხატვრებზე, რომლებიც ხელოვნების საშუალებით
ბუნებრივსა და გარდაუვალ უძრაობაში ეძიებენ და გადმოსცემენ სისწრაფესა და
მოძრაობას. ფუტკრები სევდის აღმძვრელი ზუზუნით გზას მიიკვლევდნენ მაღალ,
გაუთიბავ ბალახში და ერთფეროვნად და დაჟინებით თავს დასტრიალებდნენ აქა-
იქ მიმოფანტულ წარწერას ოქროსფერი მტვრით დაფარულ ბუტკოებს. მათი
სევდიანი ზუზუნი იქ გამეფებულ მდუმარებას კიდევ უფრო შემაძრწუნებელს
ხდიდა. ამ უჩვეულო დუმილში ლონდონის ყრუ გუგუნი შორეთიდან მოღწეული
ორგანის ხმას წააგავდა.
ოთახის შუაგულში, შვეულად მდგარ მოლბერტზე განსაცვიფრებელი სილამაზის
ახალგაზრდა კაცის მთლიანი პორტრეტი იდგა. მის წინ, ცოტა
__________მოშორებით
თვითონ ის მხატვარი, ბეზილ ჰოლუორდი იჯდა, რომლის უცაბედი გაუჩინარება
რამდენიმე წლის წინ საზოგადოების საერთო მღლევარების მიზეზად იქცა და
ესოდენი ფანტასტიკური თუ სავარაუდო მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
მხატვარი შეჰყურებდა ამ დიდებულ, ფორმით უნაკლო სურათს, რომელიც მას
ასეთი ხელოვნებით დაეხატა, და სიამოვნების ღიმილი გადაურბენდა ხოლმე
სახეზე. ჩანდა, სურათის კვალი მის სულში სამუდამოდ აპირებდა დავანებას.
მაგრამ აი, ის ზე წამოიჭრა, თვალი მილულა და ქუთუთოებს ხელის თითები ისე
შეახო, თითქოს ცდილობდა გონებაში რაღაც უცნაური ოცნება დაეტყვევებინა,
რომლისგანაც გამოფხიზლებაც, ეტყობოდა, საშინლად აძრწუნებდა.

ეს შენი საუკეთესო ნაშრომია, ბეზილ, უკეთესი მათ შორის, რასაც ოდესმე შენი
ყალამი შეხებია, - თქვა ლორდ ჰენრიმ გულგრილად. - მომავალ წელს ეს სურათი
აუცილებლად გროუვნერში[1] უნდა გაგზავნო. აკადემიაში არ გირჩევ რადგან
აკადემია, როგორც იცი, მეტად დიდია და ამავე დროს მდაბიოთათვის
ხელმისაწვდომი. თითქმის ყოველთვის, როცა კი იქ ჩავსულვარ, ან იმდენი ხალხი
ირევა, რომ ადამიანი სურათებს ვერ დაათვალიერებს და ამაზე ცუდი რა
შეიძლება იყოს, ანდა ერთად იმდენი სურათია გამოფენილი, რომ შეუძლებელია
საზოგადოება დაათვალიერო, რაც კიდევ უფრო უარესია. გროუვნერი კი სწორედ
რომ ერთადერთ შესაფერ ადგილად მიმაჩნია.

სრულებითაც არ ვაპირებ ამ სურათის სადმე გაგზავნას, - უპასუხა ბეზილმა და
ჩვეულების მიხედვით თავი ისე უცნაურად გადახარა უკან, როგორც ოქსფორდში
იცოდა ხოლმე, რაც ხშირად სიცილსაც კი იწვევდა მის მეგობრებში. - არა,
არსადაც არ გავგზავნი!
ლორდ ჰენრიმ წარბები აზიდა და გამჭირვალე, მოლურჯო ბოლში, რომელიც
საოცნებო ჭავლივით ბოლქვ-ბოლქვად ამოდიოდა მისი ოპიუმით დატენილი
სიგარეტიდან, გაკვირვებით გააპარა თვალი ბეზილ ჰოლუორდისაკენ.

არსად გაგზავნი? მაინც რატომ, ჩემო კარგო? ოჰ, რა უცნაური ხალხი ხართ ეს
მხატვრები! ამქვეყნად ყველაფერს აკეთებთ, რათა სახელი მოიხვეჭოთ, და
როგორც კი მიაღწევთ მას, აღარაფრად მიგაჩნიათ. თქვენი მხრით ეს სისულელეა.
თუ ძალიან ცუდი და აუტანელია ის, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა
ხოლმე, ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს. ეს სურათი,
ბეზელ, ინგლისის ახალგაზრდა მხატვრებზე ბევრად მაღლა დაგაყენებს.
მოხუცებს კი შურს აღუძრავს, თუ მათ კიდევ შესწევთ საერთოდ რაიმე
შეგრძნების უნარი.

ვიცი, დამცინებ, - შეესიტყვა ბეზილი, - მაგრამ გულწრფელად გეუბნები, იმდენი
საკუთარი სულიერი ზრახვა და ჩანაფიქრი ჩავაქსოვე მასში, არ შემიძლია სხვის
საჭვრეტად ვაქციო გამოფენაზე ეს სურათი.
ლორდ ჰენრი დივანზე გაიჭიმა და გადაიხარხარა.

ვიცოდი სასაცილოდაც არ გეყოფოდა ეს ამბავი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს
სრული ჭეშმარიტებაა.

ოჰ, ბეზილ, მაშ, ესოდენ ბევრია მასში შენი საკუთარი? პატიოსან სიტყვას
გაძლევ, გულში ეჭვადაც არასოდეს გამივლია, თუ ასეთი პატივმოყვარე იყავი. მე
კი, მართალი მოგახსენო, ვერავითარ მსგავსებას ვერ ვხედავ თქვენ ორს შორის...
შენ, შენი ვაჟური სასტიკი სახის ნაკვთებით და ყორნისფერი თმით, სრულიადაც
არ ჰგავხარ ამ ღვთაებრივ ახალგაზრდა ადონისს[2]. ის ისე გამოიყურება, თითქოსსპილოს ძვლისა და ვარდის ფურცლებისაგან შეუქმნიათო. ოჰ, ჩემი ძვირფასო
ბეზილ, ის ხომ ნარცისია, და შენ კი... რა თქმა უნდა, თუმცა ზეშთაგონებული სახე
გაქვს და სხვა... მაგრამ სილამაზე, ნამდვილი სილამაზე ხომ იქ თავდება, სადაც
ზეშთაგონება იწყება. ზეშთაგონება თავისთავად ანომალიის ერთ-ერთი ხერხია და
ყველანაირი სახის ჰარმონიულობას აცამტვერებს.
საკმარისია ადამიანი დაჯდეს და ფიქრს მიეცეს, რომ ცხვირი წაუგრძელდება,
შუბლი გაუდიდდება ან კიდევ სხვა რამე საშინელება დაემართება, რაც უეჭველად
ამახინჯებს მისი სახის ნაკვთებს. აი, დააკვირდი დიდ სწავლულთ, რომელიმე
მეცნიერული პროფესიის წარმომადგენელს, რა საოცრად დამახინჯებულნი
არიან ისინი! გამონაკლისს მათ შორის ეკლესიის მსახურნი წარმოადგენენ. ისინი
ხომ გონებას ძალას არ ატანენ, ოთხმოცი წლის ეპისკოპოსი იმასვე ქადაგებს,
რასაც თვრამეტი წლისა ქადაგებდა. რაღა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივია, რომ
მისი სახე სრულყოფილ სილამაზეს და კეთილსახიერებას ინარჩუნებს. შენი
იდუმალი ახალგაზრდა მეგობარი, ვისი სახელიც ჩემთან ჯერ არ გიხსენებია,
მაგრამ ვისი პორტრეტიც აგრერიგად მატყვევებს და მხიბლავს, ეტყობა,
არაფერზე ფიქრობს სრულიად, დარწმუნებული ვარ, ალბათ ის თავცარიელი
უმშვენიერესი არსებაა, ვინც ზამთრობითა თუ ზაფხულობით სულ გვერდით უნდა
გყავდეს; ზამთრობით იმიტომ, რომ ყვავილების მაგიერ მისი ჭვრეტით დავტკბეთ,
ხოლო ზაფხულობით კი მხოლოდ იმის გამო, რომ ზეშთაგონებით გამოწვეული
გრძნობანი დაგვიცხრეს. არა, ბეზილ, ცდუნებას ნუ აჰყვები, შენ არაფრით ჰყავხარ
მას.

ვერ გამიგე, ჰარი, - უპასუხა მხატვარმა. - რა თქმა უნდა, ჩვენს შორის არავითარი
მსგავსება არ არის. ეს მეც კარგად ვიცი. ჩემთვის, პირიქით, სამწუხაროც კი
იქნებოდა, მას რომ ვგავდე. მხრებს იჩეჩავ? მე კი მხოლოდ სიმართლეს
მოგახსენებ. ადამიანთა ყოველგვარ ფიზიკურსა და გონებრივ სხვაობას თან
სდევს რაღაც ბედისწერა. სწორედ ისეთი ბედისწერა, რომელიც მთელი ისტორიის
მანძილზე არ სცილდება და წარმართავს მეფეთა მერყევ ნაბიჯებს. უმჯობესია
ადამიანი არაფრით გამოირჩეოდეს სხვებისაგან. ბედი ამ ქვეყნად მახინჯებსა და
თავცარიელებს უფრო სწყალობთ. მათ შეუძიათ სრულიად მშვიდად ისხდნენ და
პირდაღებულნი შესცქეროდნენ ამქვეყნიურ წარმოდგენას. თუ ის არ უწერიათ,
რომ გამარჯვების სიტკბოს ეზიარონ ამქვეყნად, დამარცხებით გამოწვეული
უმძიმესი განსაცდელისაგანაც დახსნილნი არიან. ისე ცხოვრობენ, როგორც ჩვენ
ყველას უნდა გვეცხოვრა: შეუწუხებლად, გულგრილად და უშფოთველად. ისინი
არავის სპობენ ამქვეყნად და არც თვით იღუპებიან სხვისი ხელით. შენი წოდება
და სიმდიდრე, ჰარი, ჩემი ნიჭი და ხელოვნება, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ის,
დორიან გრეის სილამაზე - და, ყოველივე ამის გამო, რაც თვით ღმერთმა
გვიწყალობა, ოდესმე მწარედ დავიტანჯებით.

დორიან გრეი? ეს მისი სახელი და გვარია? - იკითხა ლორდ ჰენრიმ და ბეზილ
ჰოლუორდისაკენ გაეშურა.

დიახ, ეგ არის, თუმცა არ მსურდა შენთვის გამემხი

 

ოჰ, არ შემიძლია აგიხსნა. თუ ვინმე ძალიან მიყვარს, მის სახელს არავის
ვუმხელ: თითქოს ამით ჩემთვის უძვირფასესი არსების რაიმე ნაწილს მათ
ვუზიარებ. გულჩათხრობილი გავხდი, ჰარი, და ყველასაგან ფარულად რაღაც
საიდუმლოებას ვინახავ გულში. სწორედ ამის გამო ისე მეჩვენება, თითქოს ეს
არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენს თანამედროვე ცხოვრებას ესოდენ
იდუმალებით მოცულსა და აგრერიგად განსაცვიფრებელს ხდის. აი,
წარმოიდგინე, სრულიად უმნიშვნელო ამბავი, რა მიმზიდველია, როდესაც ვინმე
მას საიდუმლოდ ინახავს. ლონდონიდან ყოველთვის ისე მივემგზავრები სადმე
შორს, ჩემს გზა-სავალს ახლობლებსაც არ ვუმხელ. თუ გავაგებინე, ასე მგონია,
მთელ სიამოვნებას ვკარგავ. რასაკვირველია, იმასაც ვხვდები, რომ ეს
სულელური ჩვეულებაა, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ამას საკმაოდ დიდი
რომანტიულობა შემოაქვს. ყოველივე ამას, ვფიქრობ, უდიდეს სისულელედ
მითვლი ალბათ.

სრულებითაც არა, - უპასუხა ლორდ ჰენრიმ. - სრულებითაც არა, ჩემო ძვირფასო
ბეზილ. შენ გავიწყდება, რომ მე ცოლიანი ვარ. ქორწინების მთელი
მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და
აუცილებელს ხდის ორივე მხარისთვის. მე არასოდეს არ ვიცი, სად არის ჩემი
მეუღლე და არც მან იცის, თუ რას ვაკეთებ. თუ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, -
თუმცა უნდა გამოგიტყდე, ეს ყოველთვის სრულიად შემთხვევით და
მოულოდნელად ხდება, აი, მაგალითად თუ ერთად ვსადილობთ ან მთავარს
ვესტუმრებით, - მაშინ ჩვენ ერთმანეთს სრულიად სერიოზული სახით საოცარ
გამონაგონ ამბებს ვუყვებით. ჩემი ცოლი ამას გაცილებით უკეთესად ახერხებს,
ვიდრე მე. ის არასოდეს გრძნობს დაბნეულობას, თუ თარიღები აერია. მე კი,
პირიქით, ყოველთვის ყველაფერი ერთმანეთში მერევა. მაგრამ ჩემი მეუღლის
უპირატესობა ისაა, რომ თუნდაც ჩემი სიცრუე გამოაშკარავდეს, სცენას არ
მიმართავს. ხანდახან კიდეც მინდა ასე მოიქცეს, მაგრამ ის ასეთ შემთხვევაში
მხოლოდ უბრალოდ დამცინის.

ოჰ, ჰარი, როგორ მეჯავრება, როდესაც ასე ცინიკურად ლაპარაკობ შენს პირად
ოჯახურ ცხოვრებაზე, - თქვა ბეზილ ჰოლუორდმა და იმ კარისკენ გაემართა,
რომელიც ბაღში გადიოდა. - მწამს, რომ შესანიშნავი ქმარი ხარ, მაგრამ
უჩვეულოდ მორცხვობ საკუთარ ღირსებათა გამო. საოცარი ყმაწვილი ხარ, ჰარი.
არასოდეს ლაპარაკობ ზნეობრივად სრულყოფილი ადამიანის ენით, მაგრამ ცუდს
კი არასოდეს სჩადიხარ. შენი ცინიზმი მხოლოდ პოზაა.

ბუნებრიობა ხომ ნამდვილი პოზაა, და ვიცი, ყველაზე უფრო გამაღიზიანებელი
პოზაც, - წამოიძახა ლორდ ჰენრიმ სიცილით და ახალგაზრდები ბაღში გავიდნენ.
იქ, მაღალი დაფნის ბუჩქის ჩრდილში გრძელი ლერწმის სკამზე ჩამოსხდნენ.
დაფნის პრიალა ფოთლებს მზის სხივები ელამუნებოდა. ბალახებში თეთრი
გვირილები თრთოდა.
ცოტა ხნის შემდეგ ლორდ ჰენრიმ საათი ამოიღო და დახედა.

ჩემი წასვლის დროა, ბეზილ, - ხმადაბლა ჩაილაპარაკა - მაგრამ ვიდრე
წავიდოდე, ძალიან გთხოვ მიპასუხო ჩემს წეღანდელ შეკითხვაზე.რომელი კითხვაზე? - გაიკვირვა მხატვარმა და თან დაჟინებით ჩააცქერდა მიწას.

ძალიან კარგად იცი, რომელზედაც.

არ ვიცი, ჰარი.

კეთილი, რატომ არ გინდა გამოფენაზე გაგზავნო დორიან გრეის პორტრეტი? მე
სიმართლე მაინტერესებს.

ნამდვილი მიზეზი უკვე გითხარი.

არა, არ გითქვამს. შენგან მხოლოდ ის შევიტყვე, რომ საკუთარი სულიერი
ზრახვა ბევრი ჩაგიქსოვია მასში, მაგრამ ეს ხომ ბავშვობაა ახლა.

ჰარი, - წარმოთქვა ბეზილ ჰოლუორდმა და თვალი თვალში გაუყარა. - გრძნობით
დახატული ყოველი სურათი თვით ხელოვნების სულიერი შთანაფიქრის
ანარეკლია და არა ნატურისა. ის, ვისაც ვხატავთ, უბრალო შემთხვევითობაა. ეს
მხოლოდ მიზეზია. ვისაც პორტრეტზე ვუმზერთ, ეს ის არ არის, ვინც შემოქმედმა
წარმოგვიდგინა. ის, რაღა თქმა უნდა, თვით მხატვარია, დიახ, ეს ის არის, ვინც
ფერად ტილოზე საკუთარ თავს ააშკარავებს. მიზეზი, რის გამოც არ ვაპირებ ამ
სურათის გამოფენაზე გაგზავნას, ის გახლავთ, რომ ვშიშობ, მე ხომ ჩემი
საკუთარი სულის გამოუმჟღავნებელი საიდუმლო ჩავაქსოვე მასში.
ლორდ ჰენრიმ გადაიხარხარა.

ეს რაღას ნიშნავს? - იკითხა მან.

რა თქმა უნდა, ახლავე მოგახსენებთ, - წარმოთქვა ჰოლუორდმა, მაგრამ სახეზე
დაბნეულობა დაეტყო.

მოთმინება აღარ მყოფნის, ბეზილ, - განაგრძო ლორდ ჰენრიმ ისე, რომ თვალი
არ მოუშორებია მისთვის.

ოჰ, მაინცდამიანც სათქმელი ბევრი არაფერია, ჰარი, - შეესიტყვა მხატვარი, -
ვშიშობ, ძნელად მიმიხვდები, უფრო კი შესაძლებელია, არც დაიჯერო.
ლორდ ჰენრიმ კვლავ გაიცინა; ვარდისფერფურცლიანი ზიზილა მოწყვიტა
ბალახებში და სინჯვა დაუწყო.

დარწმუნებული ვარ, გაგიგებ, - გამოეხმაურა ის მხატვარს, თან
თვალმოუშორებლად ჩასცქეროდა პაწაწინა ოქროსფერ თეთრფრთიან დისკოს. -
ხოლო რაც შეეხება დარწმუნებას, მე ყველაფერი შემიძლია ვირწმუნო,
განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაუჯერებელია.
ქარმა ხეებიდან რამდენიმე ყვავილი მოიტაცა. იასამნის ახლად გაშლილი,
აკინძულ ვარსკვლავთა მტევნებით დამძიმებული ტოტები ნელ-ნელა შეირხა და
ამ უჩვეულო სიჩუმეში აქეთ-იქით ირწეოდა. კედელში კალიამ გააბა ჭრიჭინი,
მოგრძო და წვრილმა ჭიაფამ, ყავისფერი სიფრიფანა ფრთებით ცისფერი ძაფივით
ჩაიქროლა. ლორდ ჰენრის მოეჩვენა, თითქოს ბეზილ ჰოლუორდის გულის ცემა
მოესმა და ცდილობდა გაეგო, რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას.

ამბავი უბრალოდ ასეთია, - ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო მხატვარმა: - ამ ორი თვის
წინათ ლედი ბრენდონის ოჯახში გახლდით დიდ შეკრებულობაზე, ჩვენ, საბრალო
მხატვრებმა დროდადრო საზოგადოებას უნდა წარვუდგინოთ ხოლმე თავი, რათა
შევახსენოთ, რომ ველურები არა ვართ. როგორც ერთხელ მითხარი, ფრაკითა და
თეთრი ჰალსტუხით ყველას, ასე წარმოიდგინე, ბირჟის მაკლერსაც კი შეუძლია ცივილიზებული ადამიანის რეპუტაციას მიაღწიოს. მას შემდეგ, რაც ოთახში ათი
წუთი დავყავი და მეტისმეტად გემოვნებით ჩაცმულ ლორდის ქვრივებსა და
მოსაწყენ აკადემიკოსებს ვესაუბრებოდი, უცებ, თითქოს შინაგანმა გამოუცნობმა
ძალამ მაგრძნობინა, რომ ვიღაც მიყურებდა. ნახევრად შემოვტრიალდი, და
მხოლოდ მაშინ პირველად ვიხილე დორიან გრეი. ჩვენი თვალები ერთმანეთს
შეხვდა, ვიგრძენი, ფერი მეცვლებოდა, თანდათან ვფითრდებოდი. მეტისმეტად
საოცარი და უჩვეულო შიშის გრძნობა დამეუფლა. მივხვდი, იმ ადამიანის
პირისპირ აღმოვჩნდი, ვისი პიროვნებაც იმდენად მხიბლავდა, რომ თუ ნებას
დავრთავდი, ის მთელ ჩემს არსებას, ჩემს სულსა და ჩემს ხელოვნებას მთლიანად
შთანთქავდა. არ მინდოდა რაიმე გარეგან ძალას ჩემს ცხოვრებაზე ასეთი
გავლენა მოეხდინა. თვითონვე იცი, ჰარი, ბუნებით როგორი დამოუკიდებელი
ადამიანი ვარ. მე ხომ ყოველთვის ჩემი თავის ბატონ-პატრონი ვიყავი. ყოველ
შემთხვევაში მუდამ ასეთი ვიყავი, სანამ დორიან გრეის შევხვდებოდი... შემდეგ...
მაგრამ უკვე აღარ ვიცი; როგორ აგიხსნა ყოველივე... ისე მომეჩვენა, თითქოს
ვიღაც ჩამჩურჩულებდა, რომ მე ვიდექი ჩემი ცხოვრების გადამწყვეტი წუთის
საზღვარზე. საოცარმა გრძნობამ შემიპყრო: თითქოს ბედმა ჩემ ირგვლივ ცამდე
ააგო უსაზღვრო სიხარული და განუზომელი ნაღველი. შემეშინდა და
მოვტრიალდი, რათა ოთახიდან გავსულიყავი. არა, ეს არ იყო სინდისის კარნახი,
რამაც მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. ასე მგონია, ეს უფრო, სიმხდალე იყო.
ანგარიშმიუცემლად შევეცადე იქაურობისთვის თავი დამეღწია.

სინდისი და სიმხდალე ურთიერთს ვერსად წაუვლენ. სინდისი სიმხდალის
აღიარებული სახელწოდებაა, ეს არის და ეს.

ეს ყოველივე მე პირადად არ მჯერა, ჰარი, და ვერც დამარწმუნებ, რომ თვით
გწამდეს... ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ვფიქრობ, უფრო
ამპარტავნობის გამო, - რადგანაც მეტისმეტად ამაყი ვარ, - გამოუთქმელი
სიამოვნების გრძნობით აღსავსე, მაშინვე კარისკენ გავემართე. გზას ძლივს
მივარღვევდი, იქ კი, რაღა თქმა უნდა, ლედი ბრენდონს გადავეყარე. „იმედია
გაქცევას არ აპირებთ, ასე ადრე?“ - წამოიკივლა მან. კარგად მოგეხსენება, რა
საოცრად გამყინავი ხმა აქვს ამ ქალს.

დიახ, ნამდვილი ფარშევანგია, მხოლოდ ამ ფრინველის სილამაზით არ
დაუჯილდოვებია განგების ძალას, - ჩაურთო სწრაფად ლორდ ჰენრიმ, და გრძელი
ნერვიული თითებით ნამცეცებად აქცია პაწაწინა ზიზილა.

თავი ვერ ავარიდე. ლედი ბრენდონმა ჯერ ვარსკვლავთა მფლობელ და
ბრწყინვალე ორდენებით დამშვენებულ ბატონიშვილთა წინაშე წარმადგინა, მერე
კი ღრმად მოხუცი, უფროსი თაობის მანდილოსნების წინაშე. ისინი უშველებელი
დიადემებით მორთულიყვნენ და თუთიყუშებივით მოხრილი ცხვირები ჰქონდათ.
ლედი ბრენდონი საუბარში ყველასთან უახლოეს მეგობარს მიწოდებდა, თუმცა
მხოლოდ ერთხელ მქონდა ბედნიერება შევხვედროდი, მაგრამ, როგორც ჩანდა,
ჩემი ქებათა ქების და განდიდების სურვილმა შეიპყრო და მხოლოდ ეს აზრიღა
უტრიალებდა იმჟამად თავში. როგორც მახსოვს, იმხანად ჩემმა ერთ-ერთმა
სურათმა დიდად გაითქვა სახელი საზოგადოებაში, ყოველ შემთხვევაში, გროშად ღირებულ გაზეთებში ამ ამბავზე გაუთავებლად ყვებოდნენ, რაც მოგეხსენება,
ჩვენს ნეტარხსენებულ მეცხრამეტე საუკუნეში უკვდავყოფის ერთ-ერთი უტყუარი
საწინდარია.
და აი, უცებ, მე იმ ახალგაზრდა კაცის წინაშე აღმოვჩნდი, ვინც ჩემი სულიერი
სამყარო ესოდენი საოცარი მღელვარებით შეაშფოთა. ახლა უკვე ერთმანეთთან
ისე ახლოს ვიდექით, რომ შესაძლოა ჩემი მხრით ეს გაუფრთხილებლობაც იყო,
მაგრამ მე ვთხოვე ლედი ბრენდონს მის წინაშე წარვედგინე. თუმც, როგორც ახლა
მგონია, ჩემი საქციელი არცთუ ისეთ დიდ უგუნურებად ჩაითვლება. ეს უბრალოდ
გარდაუვალი ამბავი გახლდათ, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყოველგვარი
წარდგენის გარეშეც გამოველაპარაკებოდით ერთმანეთს. დორიანმაც იგივე
განმიცხადა შემდეგ. დიახ, მანაც მაშინვე იგრძნო, რომ ჩვენ მხოლოდ
ბედისწერის წყალობით შევხვდით ერთმანეთს.

მერე ლედი ბრენდონმა როგორ დაახასიათა ეს განსაცვიფრებელი სილამაზის
მქონე ახალგაზრდა კაცი? - იკითხა ლორდ ჰენრიმ. - როგორც ვიცი, მას
ჩვეულებად აქვს სწრაფად, რამდენიმე სიტყვით შეაფასოს მისი ყოველი სტუმარი.
მახსოვს, ერთხელ როგორ წარმადგინა ვიღაც მრისხანე ორდენებითა და
ბაფთებით მორთული მოხუცი ღაჟღაჟა ჯენტლმენის წინაშე. გზად კი დარბაზში,
ვითომ ტრაგიკული ჩურჩულით, მაგრამ მაინც ყველას გასაგონად, ჩამჩხაოდა
ფრიად საიდუმლო და განსაცვიფრებელ წვრილმან ამბებს იმ ადამიანის პირადი
ცხოვრებიდან. გაქცევითღა ვუშველე თავს. ლედი ბრენდონი ხომ საკუთარ
სტუმრებს სწორედ ისევე ექცევა, როგორც აუქციონერი ბირჟაზე გასაყიდ
საქონელს. ის ან მთლიანად აშიშვლებს და ააშკარავებს მათი ცხოვრების
საიდუმლოებას, ან გარდა იმ ამბებისა, რაც გსურთ იცოდეთ, დაწვრილებით
გიყვებათ ყველა უმნიშვნელო წვრილმანს მათი ცხოვრებიდან.

საბრალო ლედი ბრენდონი! ძალიან მკაცრად მსჯელობ მის შესახებ, ჰარი, -
გულგრილად ჩაილაპარაკა ჰოლუორდმა.

ჩემო ძვირფასო მეგობარო, როგორც მოგეხსენებათ, ეს ქალი ცდილობდა
სალონი შეექმნა და ბოლოს და ბოლოს რესტორანი გამოუვიდა. როგორ
შემიძლია პატივი ვცე ასეთ ადამიანს? მაგრამ, როგორც უნდა, ისე მოიქცეს,
უმჯობესია მიამბო, როგორ დაგიხასიათა დორიან გრეი?

ოჰ, მგონი ასე ამბობდა: თვალწარმტაცი ბიჭიაო... მაგის საბრალო დედა და მე
განუყრელი მეგობრები ვიყავითო... თუმცა არ მახსოვს, რა საქმიანობას ეწევაო
დორიანი ამჟამად, მგონი, არაფერს არ უნდა აკეთებდესო... ოჰ, არა, არ ვიცი,
ფორტეპიანოზე თუ ვიოლინოზე უკრავს მგონიო, - და თან ამ დროს დორიანს
შეეკითხა: - არა, ძვირფასო დორიან? - წარმოიდგინე__________, ჰარი, ჩვენ სიცილი
ვეღარ
შევიკავეთ და ამან კი მაშინვე დაგვამეგობრა.

მეგობრობისათვის სიცილი არცთუ ისე ცუდი დასაწყისია და გაცილებით
უმჯობესია, თუ ამითვე თავდება, - წარმოთქვა ახალგაზრდა ლორდმა და მერე
ზიზილა მოწყვიტა.
ჰოლუორდმა თავი გადაიქნია. შენ არ გესმის, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა, ჰარი, - თითქმის ჩურჩულით
წარმოთქვა მან, - ან რას ნიშნავს მტრობა ასეთ შემთხვევაში. შენ ყველა გიყვარს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ მეტისმეტად გულგრილი ხარ.

ოჰ, რა აუტანელი უსამართლობაა, ბეზილ! - წამოიძახა ლორდ ჰენრიმ, ქუდი
უკან გადაიწია და მაღლა პატარ-პატარა ღრუბლის ქულებს ახედა, რომლებიც
თეთრი, ბრჭყვიალა ობობას ქსელივით ერთმანეთში დახლართული ფირუზისფერი
ზაფხულის ცის სიღრმეში მიცურავდნენ.

დიახ, მართლაც რომ აუტანელი უსამართლობაა შენი ასეთი მსჯელობა ჩემზე. მე
მეტად განსხვავებულად ვექცევი ადამიანებს: ახლო მეგობრად მხოლოდ იმათ
ვთვლი, რომელთაც შესანიშნავი გარეგნობა აქვთ, ნაცნობებს მათი კარგი
ხასიათისათვის ვუახლოვდები, ხოლო მტრებში მათი გონების ძალა მიზიდავს.
ადამიანმა ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა შეარჩიოს. ჩემს მტრებს შორის
ერთიც არ მოიძებნება გონებაჩლუნგი. ისინი ყველა საღად მოაზროვნე
ადამიანებია და ამიტომაც მაფასებენ. განა ეს დიდი პატივმოყვარეობაა ჩემი
მხრით? თუმცა ადვილი შესაძლებელია ასეც იყოს.

დიახ, მეც ასე ვფიქრობ, ჰარი, მაგრამ ადამიანთა შენებური დაყოფის წესით მე
უთუოდ შენს უბრალოდ ნაცნობად თუ ჩავითვლები.

ჩემო ძვირფასო ბეზილ, შენ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ხარ, ვიდრე
ნაცნობი.

და ბევრით უფრო ნაკლები, ვიდრე მეგობარი? ვფიქრობ, უფრო ძმა. ძმური
გრძნობა გაკავშირებს ჩემთან, მგონი, უფრო, არა?

ოჰ, არა! ჩემი ძმების მიმართ მაინცდამიანც დიდ გულთბილობას ვერ ვიჩენ. ჩემი
უფროსი ძმა სიკვდილს არ აპირებს, უმცროსები კი ამის მეტს ვერაფერს
ახერხებენ.

ჰარი! - წამოიძახა წარბშეკრულმა ჰოლუორდმა.

ჩემო ძვირფასო მეგობარო, მე ხომ ამას მთელი სერიოზულობით არ ვამბობ,
მაგრამ უნდა გამოგიტყდე, ჩემი ახლობლების სიძულვილს მაინც ვერ ვფარავ. ეს
ალბათ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც
იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თვითონ გვაქვს. მთელი ჩემი არსებით
თანავუგრძნობ ინგლისის პროლეტარიატის გააფთრებულ სიძულვილს ყოველივე
იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი უმაღლესი კლასების მანკიერებას უწოდებენ.
მდაბიონი გრძნობენ, რომ ლოთობა, სისულელე და უზნეობა ამქვეყნად მათ
საკუთრებად და ხვედრად ქცეულა და თუ რომელიმე ჩვენგანი ამავე სისაძაგლის
მსხვერპლად აურჩევია ცხოვრებას, სწორედ ეს ძალას მატებს მათ უფლებებს.
როდესაც საცოდავი საუთუორკი განქორწინებისათვის სასამართლოს წინაშე
წარსდგა, ხალხის გულისწყრომა მართლაც დიდებული იყო, მაგრამ მაინც არ
შემიძლია ვირწმუნო, რომ პროლეტარიატის ათი პროცენტი ზნეობრივად წმინდა
და წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს.

ამ საუბარში შენს ერთ სიტყვასაც ვერ დავეთანხმები, ჰარი! უფრო მეტსაც
გეტყვი, დარწმუნებული ვარ, ეს ყოველივე თვითონაც არ გჯერა.
ლორდ ჰენრიმ მოწაბლისფერო წვერზე გადაისვა ხელი და ლაქის ფეხსაცმლის ცხვირს ფოჩიანი აბანოზის ჯოხით მსუბუქად შეეხო.

რა ჭეშმარიტი ინგლისელი ხარ, ბეზილ! აი, უკვე მეორედ გამოგაქვს ასეთი
დასკვნა. თუ ვინმე გაბედავს და ნამდვილი ინგლისელის წინაშე რაიმე აზრს
წამოაყენებს, - ეს კი ყოველთვის დიდი წინდაუხედაობაა! - მას აზრადაც არ მოუვა
გარკვიოს, ეს აზრი სწორია თუ მცდარი, მხოლოდ ის მიაჩნია მნიშვნელოვნად
თვითონ მთქმელი დარწმუნებულია თუ არა, რომ მართალს ამბობს. იდეას
საერთო არა აქვს რა იმ ადამიანის ჭეშმარიტ მრწამსსა და გულწრფელობასთან,
ვისგანაც ის მომდინარეობს, რაც უფრო გულწრფელია ადამიანი და ნაკლებ სწამს
იდეა, მით უფრო ღირსეულია ეს იდეა, რადგან იგი პიროვნების სურვილს
საჭიროებს და ცრურწმენას არ გამოხატავს. თუმცაღა ამჟამად განზრახული არა
მაქვს ვიმსჯელო შენთან პოლიტიკის, სოციოლოგიის თუ მეტაფიზიკის
საკითხებზე. პიროვნება უფრო მეტად მაინტერესებს, ვიდრე მისი პრინციპები.
ამქვეყნად ყველაზე მეტად უპრინციპო ადამიანებს ვეტრფი. მიამბე კიდევ რამე
მისტერ დორიან გრეის შესახებ. ხშირად ხვდები?

ყოველდღე. ალბათ ბედნიერად არც ჩავთვლიდი თავს, ყოველდღე რომ არ
ვხვდებოდე. ჩემი არსებობისათვის, ვფიქრობ, ის სრულიად აუცილებელია.

რა საოცრებაა! მე კი, მართალი გითხრა, მეგონა, არაფერი გაინტერესებდა
საკუთარი ხელოვნების გარდა.

დიახ, ის მთელ ჩემს ხელოვნებად იქცა ახლა. - წარმოთქვა მხატვარმა
სერიოზულად. - ხანდახან ვფიქრობ, ჰარი, რომ მსოფლიოს ისტორია ორ ძირითად
ხანადაა გაყოფილი. პირველი ხანა გამოსახვის უცნობ საშუალებათა დაუფლებაა
ხელოვნებაში, მეორე კი - ახალი სახის გამოვლენა. ის, რადაც ზეთის საღებავების
გამოგონება იქცა ვენეციელებისათვის[3] ფერწერაში, ხოლო მოგვიანებით
ანტინოეს[4] სახე ბერძენთათვის ქანდაკებაში, ალბათ სულ მოკლე ხანში დორიან
გრეის სახეც იგივე იქნება ჩემთვის. მას მარტოოდენ კი არ ვხატავ ან ვქმნი
სურათსა თუ ესკიზს, თუმც რა დაგიმალო, ამასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ის
ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მოდელი და მენატურე. არ შემიძლია ვთქვა,
რომ უკმაყოფილო ვარ ჩემი ნამუშევრისა, ვერც იმას ვიტყვი, თითქოს ასეთი
სილამაზის ასახვა ხელოვნებაში შეუძლებელი იყოს. მე მგონი, არაფერია ისეთი,
რის ასახვასაც ხელოვნება ვერ შეძლებს. ისიც კარგად ვიცი, რომ მის გაცნობამდე
რომელი სურათის შექმნაზედაც ვმუშაობდი, მართლაც შესანიშნავია და ჩემს
სურათთა შორის შედევრად ითვლება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გავიცანი,
ყოველივე რაღაც უცნაური გზით წარიმართა. არ ვიცი, როგორ აგიხსნა, ან გამიგებ
კია?... მისმა პიროვნებამ სრულიად ახალი გზა და სტილი შემომთავაზა
ხელოვნებაში. ახლა საგნებს სულ სხვა თვალით ვჭვრეტ. წინანდელთან
შედარებით ყოველივეს განსხვავებულად აღვიქვამ. შემიძლია ცხოვრება ისეთი
გზებით განვაახლო და აღვადგინო, რაც აქამდე იდუმალებით მოცული იყო
ჩემთვის ხელოვნებაში. „ოცნება ფორმაზე იმ დღეთა სრბოლაში, ოდეს მეფობდა
აზრი“, ნეტავი ვინ ამბობს ამას? რა თქმა უნდა, დამავიწყდა, მაგრამ, აი, ასეთ
ოცნებად იქცა ჩემთვის დორიან გრეი. ნეტავ იცოდე, რას ნიშნავს ამჯერად
სრულიად უსუსური ჭაბუკის მხოლოდ ხილვა და მის გვერდით ყოფნა. თუმცა დორიანი 20 წელს გადასცილდა, ის ჯერ ისევ უსუსურად მეჩვენება. ოჰ, არ ვიცი,
შეგიძლია თუ არა წარმოიდგინო, რას ნიშნავს ყოველივე ეს? ჩემდა შეუგნებლად
ის მამცნობს და საზღვრავს სრულიად ახალი სკოლის ჯერ კიდევ იდუმალ გზებს.
ვფიქრობ, იმ სკოლისას, რომელიც რომანტიზმის მრავალფეროვნებას და
ელინიზმის[5] სრულყოფილებას შეითავსებს. სულისა და სხეულის ჰარმონია, ოჰ,
რაოდენ დიდებულია ეს ყოველივე! ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი უგუნურებით
ერთურთს დავაშორეთ ეს ორი, და გამოვიგონეთ ვულგარული რეალიზმი და
უშინაარსო, არაფრის მაქნისი იდეალიზმი. ოჰ, ჰარი, ნეტავ იცოდე, რას
წარმოადგენს დორიან გრეი ჩემთვის! გახსოვს ის პეიზაჟი, რომელშიაც ეგნიუმ
რაღაც უზომო თანხა შემომთავაზა და მე კი ვერ შეველიე მას? ეს ხომ ერთი იმ
საუკეთესო სურათთაგანია, რომელიც კი ოდესმე ჩემს ხელს შეუქმნია. და რამ
განაპირობა ყოველივე ეს? მხოლოდ იმან, რომ დორიანი ჩემს გვერდით იჯდა,
როდესაც ამ სურათს ვქმნიდი... რაღაც იდუმალი გავლენა მომდინარეობდა
მისგან და თავს მეხვეოდა. ამ სრულიად ჩვეულებრივ პეიზაჟში, ჩემს სიცოცხლეში
პირველად შევნიშნე ის სასწაულებრივი ძალა, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი და
ვერასოდეს მიმეგნო.

ბეზილ, განსაცვიფრებელი ამბავია, დორიან გრეი უნდა ვნახო!
ჰოლუორდი წამოდგა და ბაღში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. რამდენიმე წამის
შემდეგ კი ისევ უკან მობრუნდა.

ჰარი, - დაიწყო მან, - დორიან გრეი უბრალოდ მოტივია ჩემთვის ხელოვნებაში.
შენ შეიძლება მასში ვერაფერი შენიშნო, მე კი ყოველთვის ვამჩნევ, თუნდაც
მუშაობის დროს ჩემ გვერდით არ იყოს, სულ ერთია, მისი გავლენა მაინც ყველგან
და ყველა სურათში იგრძნობა. როგორც უკვე გითხარი, ის წერის ახალ
საშუალებას შთამაგონებს. მას არა მარტო უფაქიზეს ფერთა ბრწყინვალებაში
ვჭვრეტ, ხშირად ზოგიერთ მრუდ ხაზთა შორისაც აღმოვაჩენ ხოლმე. ეს არის და
ეს.

მაშინ გამოტყდი, რატომ არა გსურს გამოფენაზე გაგზავნო მისი პორტრეტი? -
იკითხა ლორდ ჰენრიმ.

იმიტომ, რომ ჩემდა უნებურად ამ სურათში მხატვრის ის განსაცვიფრებელი
სიყვარული და თაყვანისცემა ჩავაქსოვე, რომელიც, რა თქმა უნდა, მისთვის
არასოდეს გამიმხელია. დორიანმა ამის შესახებ არაფერი იცის და ვერც
ვერასდროს გაიგებს, მაგრამ ამქვეყნად მრავალი სხვა თვალი შეიცნობს მას და მე
ჩემს საკუთარ სულს მათ ახლომხედველ თვალთა წინაშე ვერ გავაშიშვლებ. ნებას
არ დავრთავ, ჩემი გული მიკროსკოპის ქვეშ სინჯონ. ოჰ! რაოდენ დიდია მასში
ჩემი სულიერი შთანაფიქრი, ჰარი, რაოდენ დიდი!

პოეტები ასე მორიდებულნი არ არიან, ბეზილ, როგორც შენ ჩანხარ ამ
შემთხვევაში, მათ იციან, თუ რაოდენ ხელსაყრელია მგზნებარე სიყვარულის
თემა. ჩვენს დროში დამსხვრეულ გულთა შესახებ შექმნილი ნაწარმოები მრავალ
გამოცემას გაუძლებს.

ასეთი პოეტები მძულს! - წამოიძახა ჰოლუორდმა. - მხატვარმა ხელოვნების
უბრწყინვალესი ძეგლი ისე უნდა შექმნას, რომ მასში თავისი პირადი ცხოვრებიდან არაფერი შეიტანოს. ჩვენ ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც
ადამიანები ხელოვნების ნიმუშებს ისე ეპყრობიან, თითქოს ეს ქმნილებები
ავტობიოგრაფიის რაღაც სახეობას წარმოადგენდნენ. მშვენიერების
განყენებულად აღქმის უნარი დავკარგეთ. ოდესმე მე შევძლებ ვუჩვენო
ქვეყნიერებას, რას ნიშნავს მისი განყენებულად აღქმა. ამიტომაც ვერასოდეს
იხილავს ჩემ მიერ შექმნილ დორიან გრეის პორტრეტს ქვეყნიერება.

ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა, ბეზილ, მაგრამ კამათს არ დაგიწყებ. კამათი
გონებაგამოფიტულ ადამიანთა საქმიანობაა საერთოდ. მითხარი, დორიან გრეის
ძალიან უყვარხარ?
მხატვარი წამით ჩაფიქრდა.

დიახ, ასე მგონია, - ჩაილაპარაკა მან რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ, -
ვფიქრობ, ვუყვარვარ. ალბათ იმიტომ, რომ მეც მის წინაშე საშინლად
ვპირმოთნეობ. საოცარ სიამეს განვიცდი, როდესაც მასთან საუბარში ისეთ
საკითხებს ვეხები, რისი გამომჟღავნებისათვის, ვიცი, ბოლოს მწარედ ვინანებ.
თვითონაც მეტად თბილად მეპყრობა. ხშირად ორივე ვზივართ სახელოსნოში და
მთელ დღეებს უამრავ სხვადასხვა საკითხზე საუბარში ვატარებთ. არის წუთები,
როდესაც სრულიად გრძნობადაცლილ ადამიანად მეჩვენება და წარმოიდგინე,
ასე მგონია, დიდ სიამოვნებასაც კი განიცდის, როდესაც რაიმე ტკივილს მაყენებს.
მაშინ ვგრძნობ, ჰარი, რომ ჩემი სული მთლიანად ისეთ ადამიანს მივანდე, ვინც
მას მხოლოდ და მხოლოდ ისე ეპყრობა, თითქოს პაწაწინა ძვირფასი სამკაული
იყოს, პატივმოყვარეობის დასაცხრომად გაკეთებული ან ღილის კილოში
ჩასამაგრებელი უბრალო ყვავილი, ერთი მშვენიერი ზაფხულის დღის
დასამშვენებლად აღმოცენებული.

ზაფხულში დღეები მეტად გრძელია, ბეზილ, - თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა
ლორდ ჰენრიმ. - შესაძლოა, შენ უფრო მალე დაგქანცოს მან და ყოველივე
მოგბეზრდეს, ვიდრე 1 0 0 Tm 7თვით დორიანს. ფრიად სამწუხაროა, რა თქმა უნდა,
მაგრამ
ეჭვიც არ არის, გენიალობა მშვენიერებაზე დღეგრძელია მუდამ. სწორედ ამის
ბრალია, რომ ასე დიდ წამებას ვაყენებთ საკუთარ თავს, რათა როგორმე
განვივითაროთ გონება. არსებობისათვის გააფთრებულ ველურ ჭიდილში ჩვენი
სურვილია ხანგრძლივად შევინარჩუნოთ რაიმე, ამის გამო გონებას გამუდმებით
ვტენით რაღაც ცხოვრებისეული ფაქტებით, აბდაუბდით და სულელურად
ვიმედოვნებთ შევინარჩუნოთ ჩვენი ადგილი ამქვეყნად. ფრიად განსწავლული და
საქმის მცოდნე ადამიანი - აი, თანამედროვეობის იდეალი. მაგრამ ამ ფრიად
განსწავლული კაცის გონება რაღაც საშინელ ქაოსს წარმოადგენს. ის მტვრიანი
ძველმანებით სავსე ანტიკვარულ მაღაზიას ჰგავს, სადაც ყველაფერი ნამდვილ
ღირებულებასთან შედარებით გაცილებით ძვირად ფასობს. ვფიქრობ, შენ
პირველს მოგბეზრდება ეს ამბავი, ბეზილ, აი, ნახავ, ოდესმე ისეთი თვალით
შეხედავ შენს მეგობარს, რომ მისი სილამაზე ჰარმონიულად აღარ
წარმოგიდგება. აღარ მოგეწონება მისი კანის ფერი ან სხვა რამ. გულში მწარედ
გაკიცხავ ბევრჯერ და სრულიად სერიოზულად. იმასაც კი იფიქრებ, რომ ძალიან
ცუდად მოგექცევა. შეხვედრისას უკვე სრულიად ცივი და გულგრილი იქნები, ეს
ცვლილება კი დიდ მწუხარებას მოგაყენებს. რაც ახლა შენ მიამბე, ეს ხომ
ნამდვილი რომანია, თუ შეიძლება ვუწოდოთ მას რომანული ეპიზოდი
ხელოვნების ნიადაგზე. და რა სახის რომანიც არ უნდა გადაიტანოს კაცმა,
წარმოიდგინე, ამ გრძნობის მთელი უბედურება ის არის, რომ ადამიანს
არარომანტიკულ ქმნილებამდე აქცევს.

ჰარი, ნუ მსჯელობ ასე, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე დორიან გრეის
თაყვანისმცემელი ვიქნები. შენ ისეთი ცვალებადი ბუნების ადამიანი ხარ, რომ
ვერასოდეს იგრძნობ იმას, რასაც მე ვგრძნობ ახლა.

ოჰ, ჩემო ძვირფასო ბეზილ, ალბათ ამიტომაც შემწევს უნარი, უკეთესად
შევიგრძნო შენი გულის ცემა. სიყვარულისადმი თავდადებულთა ხვედრი ამ
გრძნობის გაცვეთილი არსია. სიყვარულის ტრაგედიას მხოლოდ ისინი
ეზიარებიან, რომელთაც ვერაგობის უნარი შესწევთ.
ლორდ ჰენრიმ ვერცხლის ულამაზესი ასანთის კოლოფი ამოიღო, სიგარეტს
ცეცხლი მოუკიდა და ისე კმაყოფილებითა და დაჯერებით დაიწყო წევა, თითქოს
4316 .\u4315 .თელი ქვეყნიერების საჭირბოროტო საკითხებს ამ ერთ ფრაზაში
მოუყარა თავიო.
სანდალოზივით პრიალა მწვანე ფათალოს ფოთლებიდან მოჟღურტულე
ბეღურების ფრთხიალი მოისმოდა. აქა-იქ ბალახებში მოცისფრო ღრუბლის
ჩრდილები ისე გაიელვებდნენ ხოლმე, თითქოს გაგატისფერი მერცხლები
მისდევდნენ ერთიმეორეს. ოჰ, რა სასიამოვნოა ბაღში ყოფნა! რაოდენი
სიამოვნებით ავსებს გულს სხვა ადამიანთა გრძნობები! დიახ, ასეთ გრძნობებს
გაცილებით დიდი სიამოვნების მინიჭება ძალუძთ ადამიანთა სულისათვის, ვიდრე
მათ აზრებს. ასე ჩასძახოდა ლორდ ჰენრის საკუთარი გულისთქმა. საკუთარი
სული და სხვა ადამიანთა, თუნდაც ახლობელ მეგობართა გრძნობანი... აი, რაშია
ცხოვრების მომხიბვლელობა! ფარულად უზომოდ სიამოვნებდა და იმაზე ფიქრი
ართობდა, რომ ბეზილთან ამდენ ხანს დარჩა და მოსაბეზრებელი საუზმე თავიდან
აიცდინა. მამიდასთან რომ წასულიყო, იცოდა, იქ ლორდ გუდბოდის
გადაეყრებოდა და მთელი დილა ალბათ მხოლოდ უღარიბესი მაწანწალების
კვებასა და მათთვის სანიმუშო თავშესაფრების შექმნის აუცილებლობაზე
იქნებოდა დაუსრულებელი საუბარი. ალბათ თითოეული კლასის
წარმომადგენელი იმ ადამიანთა ღირსებებსა და მნიშვნელობაზე იქადაგებდა,
რომელთა თავდადებაც არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს საკუთარ
ცხოვრებაში. მდიდარნი სალაპარაკო თემად ყაირათის ფასს აირჩევდნენ.
უსაქმურნი კი მჭერმეტყველურად ხოტბას შეასხამდნენ შრომის უდიდეს
მნიშვნელობას. ოჰ, რა კარგია, რომ ეს ყოველივე დღეს თავიდან აიცილა!
მამიდაზე ფიქრში წასულს, უცებ რაღაც აზრმა გაუელვა და ჰოლუორდისაკენ
შებრუნდა.

ჩემო ძვირფასო მეგობარო, ახლა მომაგონდა.

რა მოგაგონდა, ჰარი?

გავიხსენე, სად გავიგონე პირველად დორიან გრეის სახელი.
მაინც სად? - იკითხა ჰოლუორდმა და წარბი შეიკრა.

ასე გაჯავრებული ნუ მიყურებ, ბეზილ, ეს მგონი, მამიდა აგათასას მოხდა.
მახსოვს, ერთ დღეს მამიდა გამომიტყდა, რომ მან აღმოაჩინა ერთი საუცხოო
ჭაბუკი, რომელიც სიამოვნებით დაეთანხმა დახმარება გაუწიოს ისტენდში.
სწორედ ამ ჭაბუკის გვარი და სახელი უნდა იყოს დორიან გრეი. მამიდამ სწორედ
ასე მოიხსენია მაშინ, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებ, ერთი
სიტყვაც არ დასცდენია მის სილამაზეზე. საერთოდ ქალები სილამაზეს ვერ
აფასებენ და მით უფრო სათნო და კეთილი საქმით დაინტერესებული ქალები.
მამიდა აგათამ მხოლოდ ის მითხრა, ახალგაზრდა კაცი მეტად სერიოზული და
ფრიად კეთილშობილი ბუნებისააო. მეც მაშინვე სათვალიანი, სწორთმიანი და
საშინლად დაჭორფლილი სახის ახალგაზრდა წარმომიდგა თვალწინ, რომელიც
უშველებელი ფეხებით დააბოტებს. ოჰ, ნეტავ მაშინ მცოდნოდა, რომ ის შენი
მეგობარი დორიანი იყო.

მე კი ფრიად მოხარული ვარ, რომ არ იცოდი, ჰარი.

რატომ?
-არ მინდა, რომ მას ოდესმე შეხვდე საერთოდ!

არ გინდა, გამაცნო?

არა.

მისტერ დორიან გრეი გეახლათ და სახელოსნოში გიცდით, სერ, - წარმოთქვა ამ
დროს ბაღში შემოსულმა ლაქიამ.

ახლა კი მეტი გზა არ გაქვს, უნდა გამაცნო, - სიცილით წამოიძახა ლორდ ჰენრიმ.
მხატვარი მსახურისაკენ შეტრიალდა, რომელიც მზის სინათლეს თვალს ვერ
უსწორებდა:

პარკერ, მისტერ გრეის სთხოვეთ მოიცადოს, ახლავე მოვალ.
ლაქიამ თავი დაუკრა და სახლისაკენ მიმავალ ბილიკს გაჰყვა. ჰოლუორდმა
ლორდ ჰენრის შეხედა და უთხრა:

დორიან გრეი ჩემი საუკეთესო მეგობარია, ის მეტად გულღია და
უკეთილშობილესი ბუნების ადამიანია. მამიდას მაშინ სრული ჭეშმარიტება
უთქვამს მის შესახებ. ჰარი, გევედრები, ნუ შეუცვლი ბუნებას. ნუ შეეცდები შენი
გავლენის ქვეშ მოაქციო, რაც დაღუპვის კარამდე მიიყვანს. ქვეყნიერება
განუზომელია, მასში აურაცხელი განსაცვიფრებელი და საინტერესო ადამიანია,
ნუ წარმტაცებ ამ ერთადერთ არსებას, ის ხომ ჩემი ხელოვნებისათვის იმ
აღმაფრენის და შთამაგონებელი ძალის სულისჩამდგმელია, რასაც იგი თავისდა
შეუცნობლად ფლობს. ჩემი, როგორც ხელოვანის ცხოვრება, რაღა თქმა უნდა,
ამიერიდან მასზეა დამოკიდებული. იცოდე, ჰარი, გულწრფელად გენდობი!
მხატვარი ნელა ლაპარაკობდა. თითქოს სიტყვებს თავისდაუნებურად
წარმოთქვამდა.

რა სისულელეს ამბობ! - სიცილით შეესიტყვა ლორდ ჰენრი, მერე მკლავში ხელი
გამოსდო და სახლისაკენ თითქმის ძალით წაიყვანა